ისრაელის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე მონაწილეობის პარალელურად, საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, თელ-ავივში, ისრაელის სამოცი ტურისტული კომპანიისთვის პრეზენტაცია გამართა
ისრაელის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე მონაწილეობის პარალელურად, საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, თელ-ავივში, ისრაელის სამოცი ტურისტული კომპანიისთვის პრეზენტაცია გამართა. ღონისძიების ფარგლებში, ქართველ და ისრაელელ ტუროპერატორებსა და სასტუმროების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა შედგა. ისაუბრეს თანამშრომლობის გაღრმავებასა და ერთობლივი ტურისტული პაკეტების შემუშავებაზე. ღონისძიების მიზანია ისრაელიდან საქართველოში ტურისტული ნაკადების გაზრდა.
