ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა კომერციული მოსყიდვის და ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე ორი ადამიანი დააკავა
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა კომერციული მოსყიდვის და ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე ორი ადამიანი დააკავა. ბრალდებულებმა ავტოტრანსპორტის შემოწმების გარეშე დაამზადეს და გაასაღეს შეკუმშულ ბუნებრივ აირზე მომუშავე ავტოსატრანსპორტო საშუალების სისტემის და აირბალონის ინსპექტირების ყალბი სერტიფიკატი. დანაშაულში თანამონაწილე სხვა პირების დადგენის მიზნით გამოძიება გრძელდება
