სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი დევიდ ო სალივანი აცხადებს, რომ მსოფლიოში არცერთი ქვეყანა არ არის ვალდებული დაიცვას ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები
სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი დევიდ ო სალივანი აცხადებს, რომ მსოფლიოში არცერთი ქვეყანა არ არის ვალდებული დაიცვას ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები. ის არ აპირებს ევროკავშირის სურვილების შეუსრულებლობაში ქვეყნების დადანაშაულებას და ამბობს, რომ ბრიუსელი უნდა შეეცადოს დაარწმუნოს ქვეყნები რუსეთს ევროპული საქონელი არ მიაწოდონ, განსაკუთრებით კი ისეთი პროდუქცია რომელიც მოსკოვმა შეიძლება სამხედრო მიზნებისთვის გამოიყენოს.
