გენერალური პროკურორი ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს შეხვდა
გიორგი გვარაკიძემ და ირაკლი ყანდაშვილმა პროკურატურასა და ადვოკატთა ასოციაციას შორის ინსტიტუციური თანამშრომლობის ფორმატები განიხილეს, მათ შორის, ადვოკატებსა და პროკურორებს შორის პროფესიული პრაქტიკის გაზიარებასა და კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობებზე ისაუბრეს, ყურადღება გაამახვილეს ადვოკატის პროფესიის განსაკუთრებულ მნიშვნელობასა და მის როლზე ხარისხიანი და სანდო მართლმსაჯულების უზრუნველყოფის პროცესში. ასევე შეთანხმდნენ აქტიური და კონსტრუქციული თანამშრომლობის გაგრძელებაზე.
