ამერიკის წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტის მიერ გამოქვეყნებულ შუალედურ ანგარიშს, უნგრელი მაღალჩინოსნები გამოეხმაურნენ
პრემიერ მინისტრის პოლიტიკურმა დირექტორმა აღნიშნა, რომ ბრიუსელის ელიტამ შავი სია შეადგინა იმ მოსაზრებების, რომელთა დამარხვაც სურს. ბალაჟ ორბანი განმარტავს, რომ ევროკომისიის მიერ უკანონოდ შეფასებულ აზრებს შორისაა ევროკავშირისადმი თუ გენდერული იდეოლოგიისადმი კრიტიკული მოსაზრებები. უნგრელი ევროპარლამენტარი ანდრაშ ლასლო კი აცხადებს, რომ ევროკავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სოციალური მედიის ომი დაიწყო.
