ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტის წევრებმა ევროკომისია ცენზურასა და არჩევნებში ჩარევაში დაადანაშაულეს
ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტის წევრებმა ევროკომისია ცენზურასა და არჩევნებში ჩარევაში დაადანაშაულეს. ამ თემას დაეთმო საკომიტეტო მოსმენა - სახელწოდებით- ევროპული საფრთხეები ამერიკული სიტყვის თავისუფლებისა და ინოვაციის მიმართ. იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ ევროკომისიის მხრიდან ცენზურის ერთ-ერთ მაგალითად გაიხსენა, 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინა პერიოდი, როდესაც ევროკომისარმა ტიერი ბრეტონმა ილონ მასკის სოციალურ ქსელ ექსზე დაგეგმილი ტრამპის ინტერვიუს შინაარსის რეგულაცია მოითხოვა. ჯიმ ჯორდანმა აღნიშნა, რომ ეს არამხოლოდ ცენზურა, არამედ არჩევნებში ჩარევაა. კონგრესმენმა ჯეფერსონ ვან დრიუმ კი აღნიშნა, რომ თუ უცხო ქვეყანა ამერიკელების ცენზურას ცდილობს, ეს შეერთებული შტატების სუვერენიტეტზე თავდასხმაა.
