დუბაიში მსოფლიო მთავრობათა სამიტზე ხელოვნური ინტელექტის საჯარო მმართველობაში გამოყენების შესახებ ისაუბრა იუსტიციის მინისტრმა
დუბაიში მსოფლიო მთავრობათა სამიტზე ხელოვნური ინტელექტის საჯარო მმართველობაში გამოყენების შესახებ ისაუბრა იუსტიციის მინისტრმა. პაატა სალიამ ყურადღება გაამახვილა საქართველოს გამოცდილებაზე ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული და მოქალაქეზე ორიენტირებული მმართველობის განვითარებაში. ამის ერთ-ერთ მაგალითად მან დაასახელა საჯარო რეესტრში გონიერი კონტრაქტის დანერგვა, რაც საშუალებას აძლევს საქართველოს მოქალაქეებს, დისტანციურად განახორციელონ უძრავი ქონების ტრანზაქციები.
