კულტურის მინისტრი ოპერისა და ბალეტის თეატრში ბალეტ „მაკნატუნას“ დაესწრო
კულტურის მინისტრი ოპერისა და ბალეტის თეატრში ბალეტ „მაკნატუნას“ დაესწრო. სპექტაკლის განახლებული ქორეოგრაფიული რედაქცია ნინო ანანიაშვილსა და ალექსეი ფადეეჩევს ეკუთვნით. ახალ დადგმაში მოქმედება ქართულ გარემოში, თბილისში, დადიანების სახლში ვითარდება. მასში შეტანილია ახალი ელემენტები, მათ შორის, ქართული სამოსი. ორკესტრს ლევან ჯაგაევი დირიჟორობდა.
