რაიან რუთს, რომელიც 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ორი თვით ადრე დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობისთვის დამნაშავედ ცნეს, სამუდამო პატიმრობა მიესაჯა
რაიან რუთს, რომელიც 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ორი თვით ადრე დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობისთვის დამნაშავედ ცნეს, სამუდამო პატიმრობა მიესაჯა. განაჩენის გამოტანის დროს მოსამართლემ განაცხადა, რომ რუთის დანაშაული ასეთ განაჩენს უდავოდ იმსახურებს. ბრალდებული თავს უდანაშაულოდ ცნობს და განაჩენის გასაჩივრებას გეგმავს.
