საფრანგეთის პრეზიდენტის დიპლომატიური მრჩეველი ემანუელ ბონი სამშაბათს რუს მაღალჩინოსნებთან მოსალაპარაკებლად მოსკოვში იმყოფებოდა
საფრანგეთის პრეზიდენტის დიპლომატიური მრჩეველი ემანუელ ბონი სამშაბათს რუს მაღალჩინოსნებთან მოსალაპარაკებლად მოსკოვში იმყოფებოდა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერსი“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. ინფორმირებული წყაროების ცნობით, ბონმა მოლაპარაკებები გამართა პუტინის უფროს მრჩეველ, იური უშაკოვთან. საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ინფორმაცია არც დაადასტურეს და არც უარყვეს.
