საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია თელ-ავივის საერთაშორისო გამოფენაზე 30-ზე მეტ კომპანიასთან ერთად წარდგა
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტენდთან, სტუმრებს საშუალება აქვთ დააგემოვნონ ქართული პროდუქტები, ინფორმაცია მიიღონ საქართველოს კურორტებისა და ტურისტულად საინტერესო ადგილების შესახებ. ისრაელის ტურისტული გამოფენა ახლო აღმოსავლეთში ერთ-ერთი უდიდესია. ტურისტების რაოდენობა 20 ათასს აჭარბებს, გამოფენაზე 50-ზე მეტი ქვეყნის ტურისტული ორგანიზაცია და კომპანიაა წარდგენილი.
