ბერლინში, საერთაშორისო გამოფენაზე თერთმეტი ქართული კომპანია მონაწილეობს
ბერლინში, საერთაშორისო გამოფენაზე თერთმეტი ქართული კომპანია მონაწილეობს. წელს საქართველოს პავილიონში წარმოდგენილია ძირითადად ლურჯი მოცვის მწარმოებელი კომპანიები. ფრუტ ლოგისტიკა ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო გამოფენაა და წარმოადგენს გლობალურ პლატფორმას ხილისა და ბოსტნეულის მწარმოებელთათვის. მიმდინარე წელს გამოფენაში მონაწილეობს სოფლის მეურნეობის სექტორში მოქმედი 2,500-ზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია.
