კონგრესმენის მოსმენა
საკომიტეტო მოსმენას კონგრესმენი ჯიმ ჯორდანი უძღვებოდა. სხდომაზე ირლანდიელი ადვოკატი და უფლებადამცველი ლორკან პრაისი, ფინეთის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი პაივი რასავენი და ირლანდიელი კომიკოსი სცენარისტი, გრემ ლინეჰანი იყვნენ მიწვეულნი, რომლებმაც ევროპაში ცენზურის, ადამიანის უფლებების დარღვევისა და ტრანსგენდერული პოლიტიკის მიმართ ნეგატიური პოზიციის გამოხატვის გამო დევნის ფაქტებზე ისაუბრეს.
