4 თებერვალი კიბოს მსოფლიო დღეა
დღეა. დაავადებათა კონტროლის ცენტრში ღონისძიება გაიმართა, რომელიც ჯანდაცვის მინისტრმა გახსნა. მიხეილ სარჯველაძემ სკრინინგის პროგრამების ხელმისაწვდომობაზე, მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლებასა და პრევენციული სერვისების გაძლიერებაზე ილაპარაკა. სახელმწიფო აფინანსებს ძუძუს, საშვილოსნოს ყელისა და მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგს მიზნობრივ პოპულაციებში და ხელმისაწვდომია საქართველოს ყველა რეგიონში. ასევე ხელმისაწვდომია ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, რომელიც საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის ყველაზე ეფექტიანი გზაა. მაღალი ხარისხის სერვისის მიწოდების მიზნით, სახელმწიფომ გაზარდა ქიმიოთერაპიის სერვისების მოცულობა და ასევე ტარიფები, რასაც სახელმწიფო, კლინიკებს, ონკოპაციენტთა მომსახურებისთვის უნაზღაურებს. ონკოლოგიური დაავადების მქონე ბავშვების მკურნალობა კი სახელმწიფოს მიერ სრულად ფინანსდება, როგორც საქართველოში ისე თურქეთში, ისრაელსა და ესპანეთში წამყვან, მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო დაწესებულებებში.
