„ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხნის თბილისის ფილიალის“ პასუხისმგებელი პირების მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა და გაფლანგვის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს
გენერალური პროკურატურის კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტში, „ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხნის თბილისის ფილიალის“ პასუხისმგებელი პირების მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა და გაფლანგვის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა, თბილისის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის წერილი და შემოწმების მასალები. სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სამ თებერვალს რამდენიმე მისამართზე ჩატარდა საგამოძიებო მოქმედება - ჩხრეკა.
