წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის განცხადება
წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში რეალური ინფორმაციის ცენზურის მიზნით, ევროკომისია სოციალურ მედია პლატფორმებზე ზემოქმედებდა, სამიზნეში იღებდა ამერიკის პოლიტიკურ შინაარსს და ევროპის მასშტაბით არჩევნებში ერეოდა. ჯიმ ჯორდანის თქმით, ცენზურის ათწლოვანი კამპანია მთელ მსოფლიოში სიტყვის თავისუფლებას უქმნის საფრთხეს. კონგრესმენი ჯიმ ჯორდანი მისი კომიტეტის მიერ გამოქვეყნებული შუალედური ანგარიშის შედეგებს აქვეყნებს. დოკუმენტში გამოაშკარავებულია ევროკომისიის მიერ პოლიტიკური ოპონენტების ცენზურა და ევროპის ექვსი ქვეყნის, რვა არჩევნებში ჩარევის ფაქტები. კონგრესმენმა ბრედ ნოტმა ევროპა ჩრდილოეთ კორეას შეადარა. სენატორმა ერიკ შმიტმა კი ევროკომისიას მემარცხენე ევროკრატები უწოდა.
