პრემიერ-მინისტრი სერბ კოლეგას შეხვდა
დადებითად შეფასდა საქართველოში სერბეთის საელჩოს გახსნა და ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა, რაც ხელს შეუწყობს როგორც სავაჭრო-ეკონომიკური და ხალხთაშორისი კავშირების გაძლიერებას, ასევე წაახალისებს ტურიზმსა და კულტურულ ურთიერთობებს. იმსჯელეს სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ საქართველო-სერბეთის ერთობლივი კომისიის ფორმატის მნიშვნელობას სექტორული კავშირების გაღრმავების კუთხით, ასევე აღინიშნა ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკების დაწყების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების მნიშვნელობა ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომი სტიმულირებისთვის.
