პრემიერ-მინისტრი, გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს შეხვდა
პრემიერ-მინისტრი, გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს შეხვდა. ირაკლი კობახიძემ შაიხა ნასერ ალ ნოვაისს გენერალური მდივნის თანამდებობაზე არჩევა მიულოცა და წარმატებები უსურვა. გენერალურმა მდივანმა კი საქართველოს მთავრობას მისი კანდიდატურის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მხარეებმა განიხილეს საქართველოს მთავრობასა და გაეროს ტურიზმის ორგანიზაციას შორის არსებული მრავალწლიანი ნაყოფიერ თანამშრომლობა.
