ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მსოფლიოში ყველაზე გავლენიან გასტრონომიულ კონგრესსა და გამოფენაში მიიღო მონაწილეობა
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მსოფლიოში ყველაზე გავლენიან გასტრონომიულ კონგრესსა და გამოფენაში მიიღო მონაწილეობა. მადრიდში, ქართველმა შეფ-მზარეულებმა საქართველოს სტენდთან და კონგრესის მულტიფუნქციურ სცენაზე მასტერკლასები ჩაატარეს. კულინარიის საერთაშორისო ექსპერტები ქართულ სამზარეულოსა და გასტრონომიულ ტრადიციებს გაეცნენ. საქართველოს კულინარიული სტენდი ესპანური ტელეკომპანიების ყურადღების ცენტრშიც აღმოჩნდა.
