რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა, ქვიშხეთ-ხაშურის მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაო დაათვალიერა
რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა, ქვიშხეთ-ხაშურის მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაო დაათვალიერა. სამ კილომეტრიან მონაკვეთზე ლიანდაგის კაპიტალური სამუშაო მიმდინარეობს. ობიექტზე 200-მდე თანამშრომელი და მძიმე ტექნიკა მუშაობს. ზაფხულის სეზონისთვის, როგორც დაანონსებული იყო, თბილისიდან ბათუმამდე მგზავრობის დრო შემცირდება. ლაშა აბაშიძის განცხადებით, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება ქვეყნის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს.
