ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის, უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობისა და ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარების ფაქტებზე, ორი ადამიანია დაკავებული
ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის, უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობისა და ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარების ფაქტებზე, ორი ადამიანია დაკავებული. ამოღებულია სარეალიზაციოდ დაფასოებული ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: „მეთადონი“ და „გამომშრალი მარიხუანა“. კიდევ ორი ადამიანია დაკავებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით. მათ შორის ერთი ბელარუსის მოქალაქეა.
