საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ლაშა დარსალია, ვაშინგტონში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს, შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ლაშა დარსალია, ვაშინგტონში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს, შეხვდა. მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს. ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა ამერიკასთან ურთიერთობის გადატვირთვისთვის მზადყოფნას და სტრატეგიული პარტნიორობის განახლების მნიშვნელობას. ასევე განიხილეს, რეგიონში მიმდინარე პროცესები და საქართველოსთან თანამშრომლობის პერსპექტივები. ამერიკულმა მხარემ დაადასტურა უპირობო მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
