ქართული დელეგაცია დუბაიში - სამთავრობო გამოცდილების გაზიარების ფორუმში მონაწილეობა მიიღო მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა
პრემიერ-მინისტრი დუბაიში დელეგაციასთან ერთად არის. მსოფლიო მთავრობათა სამიტის ფარგლებში, სამთავრობო გამოცდილების გაზიარების ფორუმში მონაწილეობა მიიღო მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა. პანელური დისკუსიის მთავარი თემა იყო ეროვნული პროგრესის გაძლიერება ადამიანური კაპიტალის განვითარების გზით.
