დუბაიში, მსოფლიო მთავრობათა სამიტის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრი ბოცვანის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა
დუბაიში, მსოფლიო მთავრობათა სამიტის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრი ბოცვანის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა, ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების მნიშვნელობასა და ორ ქვეყანას შორის არსებულ პოლიტიკურ დიალოგზე. ირაკლი კობახიძემ ბოცვანის რესპუბლიკის პრეზიდენტს იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ საქართველოს რეზოლუციის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. პრემიერ-მინისტრმა დაადასტურა საქართველოს მთავრობის მზადყოფნა ბოცვანის რესპუბლიკისთვის წარმატებული რეფორმების შესახებ გამოცდილების გაზიარების მიმართულებით. შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დაესწრო.
