ზუგდიდში, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთიანი მომსახურების ცენტრი გაიხსნა
ზუგდიდში, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთიანი მომსახურების ცენტრი გაიხსნა. მოქალაქეებს საშუალება ექნებათ ერთ სივრცეში მიიღონ 50-მდე საპოლიციო მომსახურება – მათ შორის, შეეძლებათ ჯარიმების გადახდა, გასაჩივრება და საჯარიმო სადგომიდან ავტომობილის გაყვანის ნებართვის აღება.
