“ზოგადი განათლებისა“ და “უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონებში შესატან ცვლილებებს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს
“ზოგადი განათლებისა“ და “უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონებში შესატან ცვლილებებს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს. კანონპროექტი უკვე განიხილეს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტზე. დღესვე კანონპროექტს სესიაზე განათლების მინისტრის მოადგილე წარადგენს .
