შინაგან საქმეთა სამინისტროსა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ერთობლივი ინიციატივით, საჯარო სკოლებში ანტინარკოტიკული კამპანია „მე მომავალში“ განახლდა
შინაგან საქმეთა სამინისტროსა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ერთობლივი ინიციატივით, საჯარო სკოლებში ანტინარკოტიკული კამპანია „მე მომავალში“ განახლდა. კამპანიას შეუერთდა სპორტის სამინისტროც . მართლწესრიგის ოფიცრები და საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის წარმომადგენლები საინფორმაციო შეხვედრებს მეექვსე მეცხრეა კლასის მოსწავლეებთან საქართველოს ექვს რეგიონში გამართავენ.
