განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, ისრაელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ქნესეთის სპიკერთან და საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან შეხვედრა გამართა
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, ისრაელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ქნესეთის სპიკერთან და საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე საქართველოსა და ისრაელს შორის მეგობრული ურთიერთობები და განათლების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.
