არეულობა და დაკავებები აშშ-ში
ამერიკის შეერთებული შტატების რამდენიმე ქალაქში, ტრამპის საიმიგრაციო პოლიტიკა გააპროტესტეს. აქციები პორტლენდში, ლოს ანჯელესსა და მინეაპოლისში არეულობაში გადაიზარდა. სამართალდამცველებმა აქტივისტების წინააღმდეგ ფიზიკური ძალა, რეზინის ტყვიები, ხელკეტები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. არიან დაშავებულებიც. ლოს ანჯელესში 50-ზე მეტ დემონსტრანტია დაკავებული. აქციის მონაწილეები არალეგალი მიგრანტების მასობრივი დეპორტაციის მიზნით მიმდინარე რეიდების შეწყვეტას და ქალაქებიდან ფედერალური ოფიცრების გაყვანას ითხოვენ.
სიუჟეტის ავტორი: მარიამ გიგანი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
