ბელგიის პრემიერ მინისტრის განცხადებით, ამერიკის პრეზიდენტმა იმპერიალისტური აზროვნების ეპოქა გააცოცხლა
ბელგიის პრემიერ მინისტრის განცხადებით, ამერიკის პრეზიდენტმა იმპერიალისტური აზროვნების ეპოქა გააცოცხლა. ბარტ დე ვევერის თქმით, დონალდ ტრამპი ევროკავშირის იდეის მიმართ მტრულად არის განწყობილი. ბელგიის პრემიერ მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ, როცა საქმე უკრაინაში რუსეთის ომს ეხება, ერთმანეთს ტირანია და დემოკრატია უპირისპირდებიან, ტრამპი კი უარს ამბობს, ამ ორს შორის თავისი მხარე აირჩიოს.
