ევროკომისიის ვიცე პრეზიდენტმა მსოფლიო გეოპოლიტიკური წესრიგი ჯუნგლებს შეადარა
კაია კალასმა თქმით, ძლიერი სახელმწიფოები წესებს არ იცავენ და ითვისებენ იმას, რაც სურთ. ევროკავშირის პირველი დიპლომატის თქმით, ევროპამ ახალ რეალობასთან ადაპტაცია უნდა მოახდინოს. ამასთან, კალასი ევროკავშირის ერთიანი არმიის შექმნასთან დაკავშირებულ მოსაზრებას ეწინააღმდეგება და აცხადებს, რომ ევროპული თავდაცვა ნატოს შემადგენელი ნაწილია.
