განათლების მინისტრმა იერუსალიმში გამართულ ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ისრაელის განათლების მინისტრმა გახსნა
განათლების მინისტრმა იერუსალიმში გამართულ ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ისრაელის განათლების მინისტრმა გახსნა. გივი მიქანაძემ განათლების სისტემის განვითარების კუთხით თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. მინისტრმა საქართველოსა და ისრაელს შორის განათლებისა და მეცნიერების სფეროში მრავალწლიანი ნაყოფიერი პარტნიორობის შესახებ ილაპარაკა და აღნიშნა, რომ ქართული მხარისთვის ეს თანამშრომლობა განსაკუთრებით ღირებულია.
