ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი საკანონმდებლო პაკეტს განიხილავს, რომლის თანახმად, იურიდიული დახმარების სამსახური პრემიერ-მინისტრის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანო ხდება
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი საკანონმდებლო პაკეტს განიხილავს, რომლის თანახმად, იურიდიული დახმარების სამსახური პრემიერ-მინისტრის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანო ხდება. კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, სამსახურის ხელმძღვანელი ყოველწლიურ ანგარიშს, პარლამენტის ნაცვლად, სწორედ პრემიერს ჩააბარებს. პრემიერს ენიჭება სამსახურის დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნისა და გათავისუფლების უფლებამოსილებაც.
