კითხვები, რომლებითაც "ქრონიკამ" ევროკავშირის წარმომადგენლობას, ნიდერლანდების, შვედეთის, დანიის, გერმანიის, პოლონეთის, ჩეხეთის, ესტონეთისა და დიდი ბრიტანეთის საელჩოებს მიმართა, უკვე მესამე დღეა უპასუხოდ რჩება
კითხვები, რომლებითაც "ქრონიკამ" ევროკავშირის წარმომადგენლობას, ნიდერლანდების, შვედეთის, დანიის, გერმანიის, პოლონეთის, ჩეხეთის, ესტონეთისა და დიდი ბრიტანეთის საელჩოებს მიმართა, უკვე მესამე დღეა უპასუხოდ რჩება. კითხვაზე, გაუციათ თუ არა გრანტი ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მიერ ესტონეთში რეგისტრირებულ ორგანიზაციებზე, არცერთ დიპლომატიურ წარმომადგენლობას ამ დრომდე არ უპასუხია. მმართველი გუნდის შეფასებით, არასამთავრობოების ახალ სქემას კონკრეტული მიზანი აქვს. ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ ენჯეოებს ამ გზით რეალური მიზნების და ფინანსების დამალვა სურთ.
