სასურსათო პროდუქტის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასების რეგულირებასთან დაკავშირებით, სპეციალური საპარლამენტო კომისია მუშაობას მიმდინარე კვირაში დაიწყებს
სასურსათო პროდუქტის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასების რეგულირებასთან დაკავშირებით, სპეციალური საპარლამენტო კომისია მუშაობას მიმდინარე კვირაში დაიწყებს. შესაბამისი დადგენილების პროექტი დღეს ბიუროს წარედგინა. კომისიის წევრთა რაოდენობასა და კვოტებს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი დაადგენს. კომისიას შოთა ბერეკაშვილი უხელმძღვანელებს.
