გახარიას პარტია დებატების ფორმატს იწუნებს და მასში მონაწილეობაზე უარს ამბობს
გახარიას პარტია დებატების ფორმატს იწუნებს და მასში მონაწილეობაზე უარს ამბობს. მათი ეს გადაწყვეტილება მმართველი გუნდისთვის იმის დასტურია, რომ გახარიას პარტიას კონკრეტულ საკითხებზე არგუმენტები არ აქვს და დებატებში ჩართვაც სწორედ ამიტომ არ სურთ. გახარიას პარტია დებატებში მონაწილეობაზე თავდაპირველად მზადყოფნას აცხადებდა. მათი პოზიციის ცვლილებას კი, მმართველი გუნდის შეფასებით, კონკრეტული მიზეზი აქვს.
