ტელეკომპანია „იმედი“ შაბათს, 14 თებერვალს, 20:00 საათზე დებატებს უმასპინძლებს
ღია ეთერი ღია საგნობრივი დისკუსიისთვის. ტელეკომპანია „იმედი“ შაბათს, 14 თებერვალს, 20:00 საათზე დებატებს უმასპინძლებს. არხი თავისუფალ ტრიბუნას დაუთმობს ყველას, ვინც მზად არის საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან სხვადასხვა საკითხზე არგუმენტირებული მსჯელობისთვის. დებატების წამყვანი მაგდა ანიკაშვილი იქნება.
