პრემიერ-მინისტრის ვიზიტი დუბაიში დაიწყო
დუბაის ალ მაქთუმის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მთავრობის მეთაურს არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრი და არაბთა გაერთიანებული საამიროების მინისტრთა კაბინეტის გენერალური მდივანი დახვდა. ირაკლი კობახიძე მსოფლიო მთავრობათა სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც დუბაიში 3-5 თებერვალს იმართება. პრემიერ-მინისტრი სიტყვით გამოვა მსოფლიო მთავრობათა სამიტზე, ასევე მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრაზე, რომლის მთავარი თემაა - ინვესტიციების მომავალი. ვიზიტის ფარგლებში გაიმართება ორმხრივი შეხვედრები. საქართველოს პრემიერ-მინისტრი დუბაის დელეგაციასთან ერთად ეწვია.
