ირანში საპროტესტო აქციების დროს დაკავებული 26 წლის ერფან სოლთანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
ირანში საპროტესტო აქციების დროს დაკავებული 26 წლის ერფან სოლთანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ინფორნაცია მედიას სოლთანის ადვოკატმა დაუდასტურა. მისი თქმით, სოლთანი, რომელსაც სასიკვდილო განაჩენი ჰქონდა გამოტანილი, ციხიდან 12 ათას 600 დოლარის სანაცვლოდ გამოუშვეს.
