ნატოს განცხადებით, რუსეთისა და ჩინეთის თანამშრომლობის გააქტიურება საზღვაო გზების პატრულირების მიმართულებით ალიანსის შეშფოთებას იწვევს
ნატოს განცხადებით, რუსეთისა და ჩინეთის თანამშრომლობის გააქტიურება საზღვაო გზების პატრულირების მიმართულებით ალიანსის შეშფოთებას იწვევს. ჩრდილო-ატლანტიკური გაერთიანების უმაღლესი სარდალი აცხადებს, რომ რუსეთისა და ჩინეთის ერთობლივი საზღვაო და საჰაერო პატრულირებების მატება შეინიშნება და ამის ფონზე, არქტიკაში დასავლელი მოკავშრეების პოზიციების გამყარებაა აუცილებელი.
