პუტინის სასოწარკვეთილ მდგომარეობაზე წერს გამოცემა „ტელეგრაფი“
პუტინის სასოწარკვეთილ მდგომარეობაზე წერს გამოცემა „ტელეგრაფიც“ და აღნიშნავს, რომ კრემლის დამნაშავე, გზის ბოლოს უახლოვდება. სტატიის ავტორი ბრიტანეთის არმიის ყოფილი ოფიცერი მიიჩნევს, რომ პუტინის მიერ უკრაინაში 7 დღით ცეცხლის შეწყვეტის პირობა, მისი არმიის კრახის მაჩვენებელია. რუსეთის არმიას აღარ ჰყავს ადამიანები, რომლებსაც დონბასში „საზარბაზნე ხორცად“ გამოიყენებს - წერს ავტორი და აღნიშნავს, რომ უკრაინას მოლაპარაკების წარმოება ძალის პოზიციიდან მართებს. დასავლეთის დახამრების შემთხვევაში კი მას რუსეთზე გამარჯვების შანსი აქვს.
