ბლუმბერგი: პუტინს დრო ეწურება
პუტინს დრო ეწურება — ომი რუსეთის ბიუჯეტისთვის ზედმეტად ძვირი ხდება, კრემლი სულ უფრო მწვავედ გრძნობს ეკონომიკურ ზეწოლას, რამაც მოსკოვს შესაძლოა სამშვიდობო შეთანხმებისკენ უბიძგოს, ნათქვამია „ბლუმბერგის“ სტატიაში და აღნიშნულია, რომ რუსი ჩინოსნები სასწრაფოდ ეძებენ დამატებით, 1,2 მეათედ ტრილიონ რუბლს დეფიციტის დასაფარად. ხოლო თუ ურალის მარკის ნავთობის ფასი ბიუჯეტით გათლილი 59 დოლარის ნაცვლად 55 დოლარის ნიშნულზე დარჩება, დეფიციტი შესაძლოა 2,2 მეათედ ტრილიონ რუბლამდე გაიზარდოს. სტატიაში ანალიტიკოსებზე დაყრდნობით ასევე ნათქვამია, რომ ტრამპის პირობები, რომელიც საბრძოლო მოქმედებების ამჟამინდელ ფრონტის ხაზზე გაყინვას გულისხმობს, საუკეთესოა, რაც კი პუტინმა შეიძლება მიიღოს.
