მომსახურების სააგენტო 19 წლისაა
მომსახურების სააგენტო 19 წლისაა, დანაყოფის თანამშრომლები კი შინაგან საქმეთა მინისტრმა, სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისთვის დააჯილდოვა. გეკა გელაძემ ხაზი გაუსვა მათ მნიშვნელოვან როლს მოქალაქეებისთვის საჭირო სერვისების მიწოდების მიმართულებით. ღონისძიება რუსთავის ცენტრალურ დეპარტამენტში გაიმართა.
