სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემია შეიქმნა
სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემია შეიქმნა. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მინიჭების შემდეგ, განხორციელდება სახელმწიფო უსაფრთხოების ერთწლიანი სამაგისტრო პროგრამა, სადაც მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებს მოამზადებენ. სწავლა უფასო იქნება, ჩაბარება კი შეეძლება ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონეს, საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგებისა და აკადემიის მიერ განსაზღვრული შიდა გამოცდის საფუძველზე. აკადემია განახორციელებს სპეციალურ პროფესიულ პროგრამებსაც, რომლებიც ცოდნის გაღრმავებას და უნარ-ჩვევების განვითარებას ისახავს მიზნად.
