გუმათის დასახლებაში, ქუთაისის 28-ე საჯარო სკოლის რეაბილიტაცია დასკვნით ეტაპზეა
გუმათის დასახლებაში, ქუთაისის 28-ე საჯარო სკოლის რეაბილიტაცია დასკვნით ეტაპზეა, სამუშაოებს ინფრასტრუქტურის მინისტრი ქალაქის მერთან ერთად გაეცნო. მოეწყობა საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ლაბორატორიები, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სივრცეები, რაც მოსწავლეებს საშუალებას მისცემს თანამედროვე მეთოდებით ისწავლონ. განთავსდება მულტიფუნქციური დარბაზები, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ოთახები, ეზოში მოეწყობა რეკრეაციული სივრცე. სკოლა ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანებისთვის. რეაბილიტაცია მთავრობისა და მსოფლიო ბანკისგან მიღებული სესხის თანადაფინანსებით განხორციელდა. პროექტის ღირებულება 3,5 მილიონი ლარია. რევაზ სოხაძემ ასევე ისაუბრა, ქუთაისის მე-4 და მე-7 სკოლების შეფერხებულ რეაბილიტაციზე. მინისტრის თქმით, მუნიციპალური განვითარების ფონდთან ერთად სამუშაოების დროული განახლებისთვის, აქტიურად მუშაობენ.
