განათლების რეფორმა სწავლის ხარისხის გაუმჯობესებისთვის
განათლების რეფორმა სწავლის ხარისხის გაუმჯობესებისთვის. მინისტრი ვრცლად საუბრობს კონცეფციაზე, რომლის მიზანი, ადამიანური და მატერიალური რესურსების გაერთიანებაა. გივი მიქანაძის განცხადებით, გადაწყვეტილებას წინ უძღოდა 9-თვიანი მუშაობა მიზნობრივ ჯგუფებთან. ორი დიდი უნივერსიტეტის გაერთიანების ფარგლებში კი მნიშვნელოვანია აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი შეინარჩუნონ. შეისწავლიან ერთი და იმავე სახელწოდების სასწავლო პროგრამებს, რათა სპეციალობების დუბლირება არ მოხდეს. ბაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარე, უნივერსიტეტებში სწავლება კონკრეტული მიმართულებებით იქნება, რაც მინისტრის თქმით, დასაქმების მაჩვენებელს გაზრდის. ჩამოყალიბდება ორი ჰაბი თბილისი და ქუთაისი - ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი.
