მიხაელ გალერს პოსტის წაშლისა და ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდებენ
დეზინფორმაციისა და ატავისუტური შეცდომის გამო, ევროპარლამენტარ მიხაელ გალერს, ბოდიშის მოხდისა და იმ პოსტის წაშლისკენ მოუწოდებენ, სადაც საქართველოს ხელისუფლების მისამართით ტერმინი, „მოსკოვური ქმნილებები“ გამოიყენა. ეს კი პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, არა საქართველოს, არამედ, ისევ გალერის ქვეყანას აზიანებს. განცხადებას შეურაცხმყოფელსა და დეზინფორმაციას უწოდებენ „ხალხის ძალაში“. საპარლამენტო ოპოზიციის შეფასებით, დეზინფორმაცია ევრობიუროკრატიის საქმედ იქცა.
