საფრანგეთის ტოპ 14-ის მე-16 ტურში „ლა როშელი“ „ლიონთან“ 24:44 დამარცხდა
საფრანგეთის ტოპ 14-ის მე-16 ტურში „ლა როშელი“ „ლიონთან“ 24:44 დამარცხდა, თუმცა დავით ნინიაშვილმა ყოფილ გუნდთან ლელოს დადება შეძლო. ქართველმა მორაგბემ მეტოქის ჩათვლის მოედანში ბურთი 39-ე წუთზე დაამიწა და გუნდს ამ თამაშში პირველი ქულები შესძინა. „ლა როშელი“ 37 ქულით მე-10 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 14 თებერვალს, „მონპელიეს“ უმასპინძლებს. ამავე ტურში ლელოებით კიდევ 2 ქართველი გამოირჩა. თავი გურამ გოგიჩაიშვილმა „პერპინიანის“, ხოლო გიორგი ძამანაშვილმა „კასტრის“ წინააღმდეგ გამოიჩინა.
