საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებს, 19 და 21 მარტს მნიშვნელოვანი მატჩები ელის
საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებს, 19 და 21 მარტს მნიშვნელოვანი მატჩები ელის. ეროვნულ გუნდს 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევში ურთიერთობის გარკვევა ისრაელთან მოუწევს. გუშინ გაიმართა საპლეიოფო წილისყრაც, სადაც გაირკვა, რომ საქართველო-ისრაელს შორის გამარჯვებული გუნდის მეტოქე, პლანეტის პირველობის ორგზის ჩემპიონი, ასევე ევროპის ჩემპიონატების ორი ოქროს მფლობელი ესპანეთი იქნება. ისრაელთან გამარჯვების შემთხვევაში, საქართველოს ნაკრები ესპანეთთან პირველ მატჩს სტუმრად, 13-14 მაისს ჩაატარებს, განმეორებითი შეხვედრა კი 16-17 მაისს გაიმართება.
