„ქარიშხლიანი უღელტეხილი“
ემილი ბრონტეს „ქარიშხლიანი უღელტეხილი“, რომელიც არაერთი დიდი რეჟისორის ეკრანიზაციად იქცა, ამჯერად ოსკაროსანმა ემერალდ ფენელმა გააცოცხლა. მეცხრამეტე საუკუნის კლასიკური რომანის უკვდავი მთავარი გმირები თანამედროვე კინოს გამორჩეულმა მსახიობებმა მარგო რობიმ და ჯეიკობ ელორდიმ განასახიერეს. „ქარიშხლიანი უღელტეხილის“ ახალი ვერსია დახურულ ჩვენებაზე ლოს ანჯელესში უჩვენეს, მსოფლიოს დიდ ეკრანებზე კი ფილმი 13 თებერვლიდან გამოვა.
სიუჟეტის ავტორი: სალომე შანშიაშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
